თბილისში ვიშეგრადის ოთხეული ქვეყნების და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივების შესახებ კონფერენციაზე მსჯელობენ.
კონფერენციის მიზანი, საქართველოსა და ვიშეგრადის ქვეყნებს შორის შორის ეკონომიკური გამოცდილების გაზიარებაა.
კონფერენციაზე განიხილავენ რა შანსებს აძლევს ქვეყანას თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება და რა შანსი აქვთ ქართველ ბიზნესმენებს იურთიერთონ იმ პოსტსოციალისტურ ქვეყნებთან, რომელთაც ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ საქართველო, ქართული პროდუქცია. იქიდან გამომდინარე რომ ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვა ძალიან დაბალია.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის თქმით საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად არის ჩართული, რომ დაეხმაროს კერძო სექტორს, კომპანიებს რაც შეიძლება მჭიდრო ურთიერთობა ჩამოაყალიბონ ევროკავშირთან და ვიშეგრადის ქვეყნებთან.