20 ნოემბერი 2024,   19:16
ვრცლად
სასურველია, სახალხო დამცველმა თავის განცხადებებს გადახედოს - ანრი ოხანაშვილი

"სასურველია, მან გადახედოს მის განცხადებებს, ზოგადად, რა განცხადებებითაც საუბრობს ხოლმე,“- ეს განცხადება „ქართული ოცნების“ წევრმა, ანრი ოხანაშვილმა სახალხო დამცველის მისმართით გააკეთა. მმართველი გუნდის წარმომადგენელი მთავრობის წევრების მიერ უჩა ნანუაშვილის გაკრიტიკებას გამოეხმაურა. ანრი ოხანაშვილი ისურვებდა, რომ ომბუდსმენის განცხადებები სამართლიანი და ობიექტური იყოს.

„თუკი ბატონ სახალხო დამცველს ასეთი განცხადებები უკვირს, ჩემთვის გასაკვირია, რომ მას ეს განცხადებები უკვირს. ვისურვებდი, რომ სახალხო დამცველის განცხადებები იყოს სამართლიანი, ობიექტური და მიკერძოებისგან დაცლილი. ასეთ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ტიპის განცხადებები სახელისუფლებო თუ არა მხოლოდ სახელისუფლებო წრეებისგან არ გაკეთდება,“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.  

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის შემდეგ, უჩა ნანუაშვილს იუსტიციის მინისტრი დაუპირისპირდა. თეა წულუკიანმა ომბუდსმენს უსამართლო სახალხო დამცველი უწოდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები