მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა საპროტესტო აქცია ქუთაისში ახალგაზრდულ ცენტრთან გამართა. აქციის მონაწილეები ცენტრის ხელმძღვანელის გადადგომასა და ანზორ სვიანაძის აღდგენას ითხოვენ.
სვიანაძეს, რომელიც ახალგაზრდულ ცენტრში ჟურნალისტიკის მიმართულებაზე სწავლობდა, მის მიერ Facebook-ის პირად გვერდზე დაწერილი პოსტების გამო, ცენტრი დაატოვებინეს.
ცენტრმა მიიჩნია, რომ ახალგაზრდა სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის პროპაგანდას ეწეოდა და სასწავლებლის შინაგანაწესს არღვევდა. ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი, ნატალი პატარიძე აცხადებს, რომ გარიცხვამდე, ბოლო 5 დღის განმავლობაში სიძულვილის ენის ტირაჟირება ხდებოდა და შინაგანაწესის დარღვევის გამო, ანზორ სვიანაძე ცენტრიდან გარიცხეს.
მართმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები კი ამტკიცებენ, რომ სასწავლებელში LGBT საზოგადოების პროპაგანდა მიდის, რაც მათი განცხადებით, დაუშვებელია.
საპროტესტო აქციაში მონაწილეობას სასულიერო პირებიც იღებენ.