20 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმი ე.წ საზღვრის მოწყობის სამუშაოებს განაგრძობს - ინფორმაციას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელი ადასტურებს

საოკუპაციო რეჟიმი ე.წ საზღვრის მოწყობის სამუშაოებს განაგრძობს. ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა, ერგნეთის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა და მავთულხლართების გავლების შესახებ ინფორმაცია ჭვრინისი-კოდას მონაკვეთზე დაადასტურა.

ქართულმა მხარემ შეხვედრაზე, საზღვრის უკანონო ბორდერიზაციის პროცესი და საქართველოს საჰაერო სივრცის უპილოტო საფრენი აპარატის მიერ დარღვევის ფაქტი გააპროტესტა და შეხვედრის საერთაშორისო მონაწილეებს რეაგირებისკენ მოუწოდა.

„ჩვენი მხრიდან, დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ცხადია, ყველა იმ მნიშვნელოვან ინციდენტზე, რომელიც გასული კვირების განმავლობაში იქნა დაფიქსირებული. განსაკუთრებული ყურადღება კვლავაც დაეთმო გიორგი გიუნაშვილის საქმეს. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო პრობლემური საკითხი. ეს ადამიანი კვლავაც რჩება უკანონოდ ცხინვალის ე.წ. ციხეში. ჩვენი მხრიდან ძალიან მკაფიოდ იქნა კვლავაც დაფიქსირებული, რომ მის მიმართ წაყენებული ე.წ. ბრალდებები არის სრულად გამოგონილი, ღრმად პოლიტიზირებული და აუცილებელია მისი გათავისუფლება,“ - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ.

დღის ამბები