20 ნოემბერი 2024,   19:19
ვრცლად
ლარი ვარდნას განაგრძობს - ექსპერტები ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესზე ალაპარაკდნენ

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. ერთი დოლარი კომერციულ ბანკებში 2.77 ლარი ღირს. ეროვნული ვალუტის გაუფასურება სავალუტო ჯიხურების ტაბლოებზეც აისახა, სადაც ერთი დოლარის შესაძენად 2.74 ლარია საჭიროა. დოლარის ოფიციალური კურსი კი, 2.70 ლარია.

ეკონომიკის ექსპერტები ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესზე ალაპარაკდნენ. მათი აზრით, ეროვნული ვალუტა ხელოვნურად უფასურდება. სპეციალისტები მთავრობასა და ეროვნულ ბანკს უმოქმედობაშიც ადანაშაულებენ და ეკონომიკური პოლიტიკის არასწორად დაგეგმვის გამო აკრიტიკებენ.

საპარლამენტო უმრავლესობა ლარის გაუფასურებაზე პასუხიმგებლობას სრულად ეროვნულ ბანკს აკსისრებს. "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის დაბარება დააანონსა.

ოპოზიცია არჩევნების შემდეგ ლარის დრამატულად გაუფასურებას მთავრობასა და მის ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები