20 ნოემბერი 2024,   19:16
ვრცლად
უჩა ნანუაშვილი ე.წ. ციანიდის საქმეზე გასაჯაროებული დასკვნის გამო ხელისუფლების თავდასხმის ობიექტი გახდა

უჩა ნანუაშვილის მიერ ე.წ. ციანიდის საქმეზე გუშინ გასაჯაროებულმა კრიტიკულმა დასკვნამ ხელისუფლებასა და ომბუდსმენს შორის უთანხმოება გაამწვავა. უჩა ნანუაშვილი თავდასხმის ობიექტი ხელისუფლების ყველა შტოს მხრიდან გახდა. იუსტიციის მინისტრმა უჩა ნანუაშვილი უსამართლო ომბუდსმენად დაასახელა. ეს მთავრობის წევრის პირველი უკმაყოფილო ტონი არ არის, თუმცა დღეს ის ყველაზე მკაცრი იყო.

უჩა ნანუაშვილმა მინისტრს დაპირისპირებისგან თავის შეკავება ურჩია. შეახსენა, რომ ამით ქვეყნის იმიჯს აზიანებს. 

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდის ყველაზე რეზონანსულ, ე.წ. ციანიდის საქმეზე მართლმსაჯულება ვერ აღსრულდა, პროკურატურამ და სასამართლომ კი, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა. 

ნანუაშვილს საგამოძიებო უწყებამ არაკომპეტენტურობასა და სიცრუეში ბრალი გუშინვე დასდო. საგამოძიებო უწყების შემდეგ, დღეს უკვე საჯარო ბრალდებებს სასამართლოც შეუერთდა. 

ომბუდსმენის კომპეტენციები ხელისუფლებას დღეს ოპოზიციამ განუმარტა. ყოფილი ომბუდსმენი თვლის, რომ ხელისუფლება სახალხო დამცველზე მიზანმიმართულ ზეწოლას ახორციელებს. მმართველი გუნდისთვის კი, დღეს გასაკვირი ის აღმოჩნდა, რომ ომბუდსმენს მთავრობის მკაცრი ტონი უკვირს. 

უჩა ნანუაშვილს 5 წლიანი უფლებამოსილება ერთ თვეში ეწურება.

 

დღის ამბები