20 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
თავდასხმის მორიგი რაუნდი პრეზიდენტზე - მმართველი გუნდი პრეზიდენტს ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდებს

ქვეყნის პირველი პირი ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან მორიგი თავდასხმის ობიექტი ხდება. პრეზიდენტის სასახლის ხარჯების გამოქვეყნების შემდეგ, მმართველი პარტია კვლავ ქვეყნის მეთაურს აკრიტიკებს.

„ინტერპრესნიუსმა“ სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან ინფორმაცია გამოითხოვა, საიდანაც ირკვევა, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ავლაბრის სასახლის ფუნქციონირებისთვის 4 541 589 ლარი დაიხარჯა.

ეს თანხა 2016 წელს 2 მილიონ 331 ათასი იყო, ფინანსების დიდი ნაწილი კომუნალურ გადასახადებს მოხმარდა - 1 018 962 მილიონზე მეტი. ჟურნალისტებმა დროშის გამოცვლის, ავლაბრის სასახლის გუმბათის წმენდისა და გამწვანების ხარჯებიც დათვალეს, რომელმაც 2016 წელს 29 077 ლარი შეადგინა.

გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ ეს თანხები პრეზიდენტის აპარატს არ დაუხარჯავს.

ამ ინფორმაციის გამოქვეყნებს შემდეგ „ქართული ოცნების“ წევრებმა პრეზიდენტს ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდეს და შეახსენეს, რომ ათონელის რეზიდენცია გაცილებით უფრო მოკრძალებულია.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დარწმუნებული არიან, რომ მმართველი გუნდი სახელმწიფო დაცვის სამსახურის ინფორმაციას პოლიტიკური დევნისთვის ამჯერად მარგველაშვილის წინააღმდეგ იყენებს.

ავლაბრის სასახლის გამო, გიორგი მარგველაშვილის კრიტიკა თავიდან ყოფილმა პრემიერმა დაიწყო, პერიოდულად ამ თემას მმართველი გუნდი ააქტიურებს ხოლმე.  

დღის ამბები