20 ნოემბერი 2024,   19:22
ვრცლად
ეს მავთულხლართები მოსახლეობას ამყოფებს სრულ იზოლაციაში - ქეთევან ციხელაშვილი

ჭვრინისი -კოდის მონაკვეთზე ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვრის გავლებას ეხმაურება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი. მისი თქმით, ე.წ. საზღვრის გავლება პირველ რიგში ადგილობრივ მოსახლეობას აყენებს რთულ სიტუაციაში.

”ცდილობენ, რომ სწორედ აი ეს არალეგიტიმური პროცესი, რომელიც არც სამართლებრივ ჩარჩოში ჯდება და არც ცივილიზებული სამყაროს რაიმე ნორმებს შეესაბამება, რაღაც არგუმენტი მოუძებნონ. რა თქმა უნდა, აქ ვერანაირი არგუმენტები ვერ იქნება იმიტომ, რომ ეს არის ჯერ საქართველოს ტერიტორია, მერე ეს მავთულხლართები გადის ადამიანების საკარმიდამო ნაკვეთებსა და სახლებზე და უქმნის პრობლემას მოსახლეობას, ამყოფებს სრულ იზოლაციაში, კიდევ ერთხელ ვამბობ, ცხინვალის რეგიონში. ეს დაკავშირებულია მცდელობასთან, რომ რაღაცა გამართლება, თითქოს ლეგიტიმაცია და ახსნა მოუძებნონ ამ პროცესს, რასაც ჰქვია ხელოვნური ბარიკადებით საზოგადოების დაშორიშორება და ადამიანების ფაქტობრივად იზოლაციაში, გეტოს პირობებში ყოფნა,“ - განაცხადა ციხელაშვილმა. 

შეაგხსენებთ, რომ სოფელ კოდასთან რკინის ღობე უკვე აგებულია და დადგმულია გამაფრთხილებელი ბანერიც. ჭვრინისთან კი მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, საოკუპაციო ზოლის გასწვრივ გავლებულია თხრილები.  

 

დღის ამბები