"ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულები უკვე მეორე დღეა პროკურატურასთან აქციას მართავენ. მოვაჭრეები მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვენ. აქცია მთავარ საგამოძიებო უწყებასთან ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
ადგილზე ერთმანეთს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და შეკრებილები დაუპირისპირდნენ. ადგილზე საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც.
დაზარალებულების ადვოკატის თქმით, შოთაძის უწყება არ ახდენს აღნიშნული საქმის გამოძიებას, რის გამოც მან თანამდებობა უნდა დატოვოს.
“მოვუწოდებ მთავარ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება. ჩვენ საჩივრებიც შეტანილი გვაქვს და ეს ფაქტიც კი საკმარისია იმისთვის, სამშაბათს რაც მოხდა, გუშინ რაც მოხდა, საკმარისია, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს თანამშრომლების მიმართ და დაიწყოს გამოძიება, რასაც არ ახორციელებს მთავარი პროკურატურა. ამიტომ ვიძახით, რომ შოთაძემ უნდა დატოვოს თანამდებობა და უნდა წავიდეს სახლში,“ - განაცხადა დაზარალებულების ადვოკატმა ფრიდონ სიხუაშვილმა.
"ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულები უკვე მეორე დღეა საქართველოს მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქციას მმართავენ. ისინი ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვენ. მათ ასევე სურთ, რომ სისხლის სამართლებრივი საქმე აღიძრას სააქციო საზოგადოება "ბავშვთა სამყაროსადმი" და მათ მიიღონ სრული ზარალი, რომელიც მათივე გათვლებით, უკვე 9 მილიონ ლარს შეადგენს.