20 ნოემბერი 2024,   19:17
ვრცლად
რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აშშ-ის "ისლამური სახელმწიფოს" ფინანსურ მხარდაჭერაში ადანაშაულებს

თურქეთის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალ ბრალდებას უყენებს. რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ვაშინგტონს ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ფინანსურ მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის ქმედებების გამო იმედგაცრუებულია, რადგან მან სირიასთან დაკავშირებით არცერთი დაპირება არ შეასრულა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, ამერიკელები შეთანხმებებსაც არღვევენ.

ოფიციალურმა ანკარამ არა ერთხელ მოსთხოვა ვაშინგტონს, მათ მიერ მხარდაჭერილი ქურთი მებრძოლების გაყვანა სირიის იმ ქალაქებიდან, რომლებიც ISIS-სგან გაათავისუფლეს, მაგრამ "ისინი კვლავ რჩებიან რაქაშიც და მანბიჯშიც"- აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.

დღის ამბები