ამერიკის საელჩომ საქართველოში პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად ათასზე მეტი წიგნი გადასცა. მხატვრული ლიტერატურა და ენის შესასწავლი სამაგიდო თამაშები ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში განთავსდება.
87 ათასი დოლარის ღირებულების ლიტერატურა ენციკლოპედიების, თანამედროვე ამერიკული პოეზიის სრულ კრებულს, ხელოვნებისა და მსოფლიო კულტურის შესახებ წიგნებს მოიცავს. ამერიკის საელჩოს მხრიდან ეს უკვე მეორე საჩუქარია.
“აუცილებელია კოლექცია რეგულარულად განახლდეს და ამ მხრივ ჩვენი საჩუქრითაც შევუწყოთ ხელი. გარდა წიგნებისა, აქ არის სამაგიდო თამაშებიც, რომლებიც ახლაგზრდებს ინგლისური ენის შესწავლაში დაეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ წიგნების ნაწილი რეგიონებშიც გადანაწილდება,” - განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იან კელიმ.