20 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
სტრუქტურული ცვლილებები - გიორგი კაკაურიძის ვარაუდით, დიდი თანხა ვერ დაიზოგება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ 2017-2018 წლების ბიუჯეტში გარკვეული ცვლილებები იგეგმება. 2017 წლის ბიუჯეტთან მიმართებაში საგადასახდო შემოსავლების ხარჯზე გარკვეული ზრდა დაგეგმილია, თუმცა ჯერჯერობით მმართველი გუნდისა და მთავრობის წევრები არ აკონკრეტებენ, თუ არ მიმართულებები დაფიქსირდება გაზრდილი ბიუჯეტის ხარჯზე.  

„პარლამენტში იქნება ორი საბიუჯეტო პროცესი, რომელიც, დაახლოებით, ერთი კვირის შემდეგ დაიწყება. ამ პროცესებზე გვქონდა საუბარი,“- განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ.

„ქართული ოცნების“ ოფისში დახურული შეხვედრიდან გამოსული პარტიის წევრები და მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ, როგორ აისახება მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები საბიუჯეტო ხარჯებზე.

შეხვედრიდან გამოსულმა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებთან ბიუჯეტთან დაკავშირებით საუბარი არ ისურვა. მისი თქმით, პარლამენტში იქნება საკითხის განხილვა და მედია დასმულ შეკითხვებზე პასუხს მაშინ მიიღებს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ვარაუდით, ბიუჯეტში ძალიან დიდი თანხა არ იქნება დაზოგილი, რადგან დეპარტამენტების სახით ყველა გაუქმებული სამინისტრო შენარჩუნდება და შესაძლებელია, თანხა მხოლოდ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების ფონზე დაიზოგოს.

„რა თანხა დაიზოგება, ეს იქნება მაშინ ცნობილი, როდესაც კონკრეტული მინისტრები მივლენ და ახალ სტრუქტურაზე მუშაობას დაიწყებენ, ჩამოაყალიბებენ ახალ სტრუქტურას მათ შორის აპარატებში, მაგრამ ეს ვერ იქნება მნიშვნელოვანი დიდი თანხები, რადგან არცერთი სამინისტროს ფუნქცია არ უქმდება, ფუნქციები რჩება,“- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები