კიევის ცენტრიდან უცნობმა პირებმა უკრაინის აღმოსავლეთში ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე გაიტაცეს.
ნადირაძის გატაცების ამსახველ ვიდეომასალას Facebook-ის საკუთარ გვერდზე უკრაინის რადას დეპუტატი, იური დერევიანკო ავრცელებს.
უკრაინის პარლამენტის წევრი სოციალურ ქსელში წერს, რომ რეჟიმი პოლიტიკურ რეპრესიებს განაგრძობს.