18 ნოემბერი 2024,   09:31
ვრცლად
რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბორდერიზაციის პროცესს აგრძელებს

რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბორდერიზაციის პროცესს აგრძელებს. მავთულხლართების ღობე ამჯერად სოფლებს, კოდასა და ჭვირინისს შორის დამონტაჟდა. ადგილობრივი მოსახლეობა საძოვარი მიწებისა და ტყის გარეშე დარჩა. იმის შიშით, რომ რუსმა სამხედროებმა არ გაიტაცონ, სოფლიდან გასვლას ერიდებიან.

ახალი მიტაცებული ტერიტორიები და უკანონო ბორდერიზაცია ერგნეთში გუშინ გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის პროტესტი ე.წ. საზღვრის გავლებაზე საოკუპაციო ძალებმა უპასუხოდ დატოვეს.

ის რომ ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებს უკანონო ბორდერიზაციაზე ინფორმაციას აწვდის, არასაკმარისად მიაჩნიათ ოპოზიციაში. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ რუსული ოკუპაცია საქართველოში საერთაშორისო დღის წესრიგში უფრო აქტიურად უნდა იდგეს. ე.წ. საზღვრის არსებობას არ ცნობს საქართველოში ვაშინგტონის ოფიციალური წარმომადგენელიც.

მანამდე კი სანამ რუსი ოკუპანტები ერთ ოკუპირებულ ტერიტორიის რკინის კედლით გამოყოფას ცდილობენ, მეორე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე ცოლ-ქმარი მორგოშიები დააკავეს და არარსებული საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ფულადი ჯარიმა გამოუწერეს.

დღის ამბები