20 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
„მიუღებლად მიმაჩნია სიტყვიერი თავდასხმა სახალხო დამცველის ინსტიტუტზე"- ევროსაბჭოს კომისარი

სახალხო დამცველსა და ხელისუფლებას შორის მწვავე უთანხმოებას საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროსაბჭოს კომისარი, ნილს მუჟნეკსი მიუღებლად მიიჩნევს ომბუდსმენის ინსტიტუტზე სიტყვიერი თავდასხმას.

კომისარი ყველა მხარეს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს სახალხო დამცველის რეპუტაციას. ევროსაბჭოს წარმომადგენელთან ექსკლუზიურ ინტერვიუს Frontnews International ავრცელებს.

„მიუღებლად მიმაჩნია სიტყვიერი თავდასხმა სახალხო დამცველის ინსტიტუტზე. დაჟინებით მოვუწოდებ საჯარო დებატებში მონაწილე ყველა მხარეს საქართველოში, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომლებსაც შეუძლია, ზიანი მიაყენოს სახალხო დამცველის რეპუტაციასა და მის უწყებას, ან უარყოფითი გავლენა მოახდინოს მათი საქმიანობის საზოგადოებრივ აღქმაზე,“- განაცხადა ევროკომისარმა. 

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უჩა ნანუაშვილს "უსამართლო ომბუდსმენი" უწოდა. ე.წ. ციანიდის საქმეზე სახალხო დამცველის მწვავე დასკვნა „ქართული ოცნების“ შიგნითაც დაპირსპირების მიზეზი გახდა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები