ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, თბილისის საკრებულომ კახა კალაძის გუნდს ნდობა გამოუცხადა. დედაქალაქს ახალი მთავრობა ჰყავს.
თბილისის ვიცემერი ირაკლი ხმალაძე გახდა, მოადგილეების პოსტზე მაია ბითაძე, გიგა ნიკოლეიშვილი და ირაკლი ბენდელიანი დაამტკიცეს. კახა კალაძის კიდევ ერთი მოადგილე, ილია ელოშვილი კი საქმიანობას მერიაში, ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკასთან გაერთიანების შემდეგ შეუდგება.
ოპოზიციის ბრალდებების მთავარი ადრესატი მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურა იყო. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯერ ნიკოლოზ ჭონქაძის კანდიდატურის დღის წესრიგიდან ამოღება მოითხოვა, უარის შემდეგ კი სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
დეპუტატები ასევე ამტკიცებენ, რომ კალაძის მოადგილედ გიგა ნიკოლეიშვილის დანიშვნით მერიაში სუს-ის გავლენები ისევ გაგრძელდება.