დედოფლისწყაროს სამი სოფლის მოსახლეობის პროტესტი დროებით შეწყდა. "საქართველოს ბანკსა" და ადგილობრივებს შორის მიღწეული შეთანხმებით, მოსახლეობა საშემოდგომო ხვნა-თესვის დაწყებას შეძლებს.
ამ დრომდე მათ ამის საშუალებას "საქართველოს ბანკის" მიერ დაქირავებული დაცვა არ აძლევდა, რასაც ქვემო და ზემო ქედისა, ასევე არხილოსკალოს მცხოვრებლები აქციით აპროტეტსტებდნენ.
შირაქის ველზე 3600 ჰექტარი მიწა 2010 წელს კომპანია „ჯეო-აგროზე“ გასხვისდა, თუმცა, კრედიტის გადაუხდელობის გამო ტერიტორია საქართველოს ბანკს გადაეცა.