ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა მოსკოვში ვიზიტის დროს მანქანით იმგზავრა, რომელიც იოსებ სტალინს ემსახურებოდა. ანატოლი ბიბილოვი რარიტეტული ავტომობილით აეროპორტში მივიდა.
მანქანას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. დროშაც ჰქონდა მიმაგრებული.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა მოსკოვში ვიზიტის დროს ვლადიმერ პუტინთან გამართა მოლაპარაკება.