"ექსპო ჯორჯია" სტარტაპ გამოფენას მასპინძლობს. გამოფენაზე დღეს პირველად 40-მდე ისეთი კომპანია მონაწილეობს, რომელიც მომავალ მეწარმეებს ბიზნესის დაწყებაში ეხმარება.
დაინტერესების შემთხვევაში, დამწყებ მეწარმეებს საშუალება ეძლევათ, მიიღონ სრული ინფორმაცია კომპანიების შესახებ, რომლებიც მათთვის გამოცდილების გაზიარებას შეძლებენ.
გამოფენა ორგანიზატორებთან ერთად პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გახსნა.
გამოფენა დღეს 18:00 საათამდე გაგრძელდება.