ლეიბორისტული პარტია თბილისში, ჭავჭავაძის 37 ნომერში კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს.
მშრომელთა პარტიის წარმომადგენლების აზრით, ნებართვა უკანონოდ გაიცა, რადგან მშენებლობით თბილისის ახალი მერი არის დაინტერესებული.
„ეს კაცი მოვიდა იმისთვის ხელისუფლებაში, რომ აკეთოს ფული. ამას არ აინტერესებს ხალხის აზრი. ახლოს ხანძარი რომ გაჩნდეს, როგორ უნდა მოხდეს ამ ხანძრის ჩაქრობა? აპროტესტებს ხალხი იმას, რომ აქ სუნთქვა არ შეიძლება, აქ მოძრაობა არ შეიძლება,“ - აცხადებს საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ეროვნული პოლიტიკური კომიტეტის წევრი, ლეილა გაფრინდაშვილი.
ლეიბორისტებთან ერთად აქციაზე იმყოფებოდნენ ადგილობრივებიც. ისინი აცხადებენ, რომ ქუჩაზე, სადაც არაერთი ახალი მშენებლობა მიმდინარეობს, ავტომობილით გადაადგილება და ბავშვების გაყვანა შეუძლებელი ხდება.