20 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფაროსანას ძილის პერიოდს მავნებელ მწერთან საბრძოლველად იყენებს

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფაროსანას ძილის პერიოდს მავნებელ მწერთან საბრძოლველად იყენებს.

დეკემბერში საქართველოში ევროპელი, ამერიკელი და აზიელი მეცნიერების მონაწილეობით შეკრება გაიმართება, სადაც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საბოლოო გეგმას შეიმუშავებენ. მათ შორის, განიხილავენ ბიოლოგიური კონტროლის განხორციელების შესაძლებლობებს და ლაბორატორიული პოტენციალის გაზრდას, რაშიც საქართველოს დონორი ქვეყნებიც დაეხმარებიან.

„ძლიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც გავაძლიერებთ აუცილებლად, ეს არის ზოგადად, სამეცნიერო მიმართულება, მათ შორის, ბიოლოგიური კონტროლის განხორციელების შესაძლებლობის შესწავლა და ამ მხრივ ახალი ლაბორატორიული პოტენციალის გაზრდა არის პირველი ამოცანა სოფლის მეურნეობის სამინისტროს,“ - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. 

დღის ამბები