20 ნოემბერი 2024,   19:18
ვრცლად
გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა დაიწყო

თბილისის მერის, კახა კალაძის, ინიციატივით, გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა დაიწყო. უკვე შერჩეულია 30 მხატვარი, რომლებიც გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვაზე მოდევნო ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ.

თბილსის მერის ინიციატივით, ყველა მიწისქვეშა გადასასვლელი ეტაპობრივად მოწესრიგდება.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საზოგადოების ჩართულობა იყოს ქალაქის განვითარებაში, გალამაზებაში, კეთილმოწყობაში,“ - აღნიშნა კალაძემ. 

დღის ამბები