20 ნოემბერი 2024,   19:21
ვრცლად
ახალციხიდან გადასახლებული მესხები - ისინი ხელისუფლებას ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვადლებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ

მესხები მთავრობას 2007 წელს რეპატრიაციის შესახებ მიღებული კანონით აღებული ვალდებულებების შესრულებას სთხოვენ.

60 მესხი ისტორიულ სამშობლოში ჩამოვიდა, თუმცა, დროებით. მათი სურვილის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება მათ სამშობლოში დასაბრუნებლად არაფერს აკეთებს.

საქართველომ მესხების ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების ვალდებულება ევროსაბჭოს წინაშე ჯერ კიდევ 1999 წელს აიღო, "კანონი რეპატრიაციის შესახებ" კი პარლამენტმა 2007 წელს მიიღო. თუმცა, დღემდე არც კანონი სრულდება და არც ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულება - მესხები რეპატრიანტის სტატუს ვერ იღებენ.

სტრასბურგში 2014 წელს მესხების სამშობლოში დაბრუნების პირობა ბიძინა ივანიშვილმა დადო, თუმცა პრემიერის პოსტიდან ისე წავიდა, რომ არც ეს დაპირება არ შეუსრულებია.

ამ პირობის შესრულებას მესხები მთავრობისაგან ითხოვენ, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, გამოგონილი მიზეზებით ხელისუფლება ხელოვნურ დაბრკოლებებს ქმნის და საბჭოთა რეჟიმის მიერ მოწყობილი რეპრესიების შემდეგ, მესხებს რეპატრიაციაზე უარს ეუბნება.

დაუკმაყოფილებენ თუ არა მათ მოთხოვნებს, ამაზე პასუხი არ არსებობს. მთავრობის წარმომადგენლები მათ ხვდებიან, თუმცა, კონკრეტულ დაპირებას ადამიანებს, რომელთა გადასახლებიდან 73 წელი გავიდა, ვერ აძლევენ.

დღის ამბები