უკვე 24 საათზე მეტია, საქართველოს 9 მოქალაქის, მათ შორის რუსთავი2-ის კიევის ბიუროს ოპერატორის ადგილსამყოფელი უცნობია.
უკრაინის ხელისულფებამ ისინი გუშინ დააკავა და განცხადა, რომ მათი დეპორტაცია მოხდება, თუმცა ამ დრომდე საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში არ დაუბრუნებიათ.
კიევში ამბობენ, რომ მათ ქვეყანა უკვე დაატოვებინეს. დაკავებულთა შორის არიან ის ქართველი მებრძოლები, როემლიც რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზზე უკრაინის ინტერესებს იცადნენ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოპერატორი თამაზ შავშიშვილი ნაცემია, თუმცა მასთან უკვე 24 საათია, დაკავშირება ვერ ხერხდება.
ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინიდან საქართველოში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უახლოესი რეისი, დაახლოებით, 1 საათში უნდა შესრულდეს. უცნობია, მგზავრებს შორის იქნებიან თუ არა ქართველი დეპორტირებულები.