20 ნოემბერი 2024,   19:18
ვრცლად
ლარზე ვიღაც, ან ყველა ერთად უნდა იყოს პასუხისმგებელი - ეკონომისტი ლევან კალანდაძე

„ლარი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ქვეყანაში, რომელზეც ვიღაც ან ყველა ერთად უნდა იყოს პასუხისმგებელი,“ - ასე აფასებს ეკონომისტი, ლევან კალანდაძე, ეროვნული ვალუტის ცვლილებაზე ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს.

„ჩვენ ხელისუფლებამ უნდა გვითხრას, რომ შეიძლება, მართლაც, ეროვნული ბანკი არ არის ლარის კურსზე პასუხისმგებელი, ის პასუხისმგებელია ინფლაციაზე,“ - განაცხადა კალანდაძემ.

ეკონომისტის თქმით, ყველა ორგანომ თავისი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ახსნან, რა პრობლემა არსებობს და გადაჭრის გზებზე ისაუბრონ. 

ეკონომისტი,გიორგი პაპავა აღნიშნავს, რომ „ლარი არის სარკე ეკონომიკური განვითარების“. ის აცხადებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხალხისთვის გასაგები ტერმინებით უნდა ისაუბრონ.

დღის ამბები