საქართველოს დეპორტირებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტისგან ითხოვენ ახსნა-განმარტებას რადას წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები.
კარვების ქალაქის ატივისტები კიევის ოლქში, პეტრე პოროშენკოს ქალაქგარე რეზიდენციასთან, შეიკრიბნენ. ისინი პრეზიდენტისგან ბატალიონ დონბასის მებრძოლის, ვანო ნადირაძის, ქვეყნიდან გაძევების მიზეზების განმარტებას ითხოვდნენ, თუმცა მომიტინგეებთან არავინ გასულა.
დემონსტრანტების განცხადებით, ვინაიდან მომხდართან დაკავშირებით არც უსაფრთხოების სამსახური, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო და არც საზღვრის სამსახური განცხადებას არ ავრცელებენ, ეს ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს.