საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეების მიმართ გულგრილობაში ადანაშაულებს თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი.
ზაალ უდუმაშვილის თქმით, წარმოუდგენელია, ქვეყანას არ ინტერესდებოდეს საკუთარი მოქალაქეების ბედი.
საქართველოს 9 მოქალაქესთან, რომლებიც უკრაინიდან გამოაძევეს, უკვე 40 საათზე მეტია, დაკავშირება ვერ ხერხდება. მათ შორის არის რუსთავი 2-ის ოპერატორი თამაზ შავშიშვილიც. უცნობია დეპორტირებულთა ადგილსამყოფელი.
„ჩვენდა სამწუხაროდ, ჯერჯერობით არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს იმ ქართველებზე, რომლებიც რამდენიმე დღის წინ უმოწყალოდ გაიტაცეს უკრაინის ძალოვანებმა და მათი ადგილსამყოფელის დადგენაც კი ვერ ხდებოდა. ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, მათ შესახებ, თუმცა კონკრეტული ხელჩასაჭიდი, როდის ჩამოვლენ საქართველოში, როდის ჩამოიყვანენ და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არ არის. ეს არის, პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლების სირცხვილი, რომ მისი მოქალაქეების ბედით არ ინტერესდება,“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.