20 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
ბორანიდან ჩამოსულმა მგზავრმა თამაზ შავშიშვილის მამას დაუდასტურა, რომ გემზე დეპორტირებული ქართველებიც იმყოფებიან

რუსთავი2-ის ოპერატორის, თამაზ შავშიშვილის, მამა ერთ-ერთ მგზავრს ელაპარაკა, რომელიც ბორანზე იმყოფებოდა.

გივი შავშიშვილის თქმით, მგზავრმა დაუდასტურა, რომ ბორანზე ნამდვილად იყვნენ უკრაინიდან დეპორტირებული ქართველები. მან გივი შავშიშვილს ასევე უთხრა, რომ დეპორტირებული ქართველები განცალკევებით ჰყავდათ ბორანზე.

უკრაინიდან წამოსული ბორანი ფოთის პორტში რამდენიმე საათის წინ შემოვიდა. გემზე იმყოფებიან დეპორტირებული ქართველები, რომლებსაც ახლობლები რამდენიმე დღეა, ეძებენ. 

დღის ამბები