20 ნოემბერი 2024,   19:17
ვრცლად
თბილისის ახალი მთავრობა დღეს პირველ სხდომას გამართავს

თბილისის ახალი მთავრობა დღეს პირველ სხდომას გამართავს. საკადრო ცვლილებები მერიის დაქვემდებარებულ სტურქტურებში ერთ-ერთი განსახილველი საკითხია, რომელიც ახალმა ვიცე მერმა უკვე დააანონსა.

დღესვე სავარაუდოდ, დასახელდება თემურ თორდინავას შემცვლელიც. ბაღების სააგენტოს ახალ უფროსად კახაბერ გვანცელაძე განიხილება, რომელიც ბოლო დრომდე ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

ასევე იმსჯელებენ საკადრო ცვლილებებზე სატრანსპორტო კომპანიაში, არქიტექტურის სამსახურსა და ქონების მართვის სააგენტოში. დედაქალაქის ახალი მთავრობის პირველ სხდომაზე იმსჯელებენ 2018 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზეც.

დავით ნარმანიას მიერ საკრებულოსთვის გადაცემული დოკმენტი კახი კალაძის გუნდმა უკვე გამოითხოვა.

დღის ამბები