ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკაში გაემგზავრა. პარლამენტის თავმჯდომარე პირველ შეხვედრას ალექსანდრ ლუკაშენკოსთან გამართავს.
ირაკლი კობახიძე შეხვდება ასევე ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოსა და წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეებს, პრემიერმინისტრს და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს.