20 ნოემბერი 2024,   19:19
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობა სტრუქტურულ ცვლილებებს მიესალმება

მმართველი გუნდის წევრები სტრუქტურულ ცვლილებებს მიესალმებიან. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები სამინისტროების შემცირებას ოპტიმიზაციით ხსნიან და იმედოვნებენ, რომ მთავრობის მუშაობა უფრო ეფექტური იქნება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, თამარ ჩუგოშვილი სტრუქტურულ ცვლილებებს ამართლებს და განმარტავს, რომ ეს ეფექტურ მმართველობას ხელს შეუწყობს.

„ჩემი აზრით, როგორც სამინისტროების, ასევე სხვა სტრუქტურების დონეზე ოპტიმიზაცია არის მნიშვნელოვანი, როგორც ბიუჯეტის ეფექტურად გამოყენებისთვის, ასევე, მართვის ეფექტიანობისთვის,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

სტრუქტურული ცვლილებების ფონზე, მმართველობის ეფექტიანობის გაზრდის იდეას იზიარებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კობერიძე. კობერიძე აღნიშნავს, რომ მცირე მთავრობა გაცილებით ოპერატიული იქნება.

„უნდა ვისაუბროთ სწორედ ამ ხედვაზე, რომ მთავრობამ გადადგა ეს ნაბიჯი, რომ სწორედ ამ მიმართულებით მოახდინოს არა უბრალოდ ოპტიმიზაცია, არამედ მმართველობის ფორმის ახალ მეთოდზე გადასვლა, რასაც ჰქვია მცირე მთავრობისკენ გადასვლა.

სამთავრობო ცვლილებების შესახებ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტი დღეს ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებს.

დღის ამბები