„რაც მოვედით ხელისუფლებაში, მას შემდეგ, სწორედაც, უცხოეთში მყოფი მოქალაქეების პოლიტიკური ნიშნით დაცვა ან მათზე დახმარების გაწევა ხდება. ეს არის ჩვენი მონაპოვარი,“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ წევრი, ზვიად ძიძიგური უკრაინიდან ქართველების გამოძევების ფაქტს.
ძიძიგურის თქმით, უკრაინული მხარე განმარტებებს გააკეთებს 8 ქართველის დეპორტაციასთან დაკავშირებით.
„ეს დეპორტაცია არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ უკრაინა, რომელიც არის ჩვენი მეგობარი სახელმწიფო, რა თქმა უნდა, არგუმენტებს წარმოადგენს უკრაინული მხარე და დეპორტაცია არგუმენტების გარეშე შეუძლებელია,“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
გუშინ უკრაინიდან გამოძევებული საქართველოს 8 მოქალაქე ფოთის პორტში ბორანით ჩამოიყვანეს.