20 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
სამწუხაროდ, საგარეო უწყების ნაბიჯები არ იყო ადეკვატური - ირმა ნადირაშვილი ქართველების უკრაინიდან გამოძევებაზე

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა ზრუნავდეს თავისი მოქალაქეების ბედზე დამოუკიდებლად იმისა, როგორი პოლიტიკური გემოვნების არიან ეს ადამიანები,“ - ასე აფასებს „პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, ირმა ნადირაშვილი უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირებას.

პოლიტიკოსის თქმით, უკრაინაში შესვლაზე ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს პრობლემები უჩნდებათ.

„ის, რომ საქართველოს მოქალაქეების ნაწილს უკრაინაში აქვს პრობლემები ბოლო კვირების განმავლობაში, ძალიან ნათლად ჩანს. ადგილი ჰქონდა ისეთ მოვლენებს, რომ ადამიანებს ტომარა ჩამოაფარეს თავზე და გამოაძევეს, არ შეუშვეს იქ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები, არ შეუშვეს დეპუტატები და სამწუხაროდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნაბიჯები არ იყო ადეკვატური. მე მათ მინდა შევახსენო, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა ზრუნავდეს თავისი მოქალაქეების ბედზე დამოუკიდებლად იმისა, როგორი პოლიტიკური გემოვნების არიან ეს ადამიანები,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. 

დღის ამბები