20 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
გამოთავისუფლება იქნება ადმინისტრაციულ რესურსში - სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 18-ის ნაცვლად 14 სამინისტრო იქნება. ერთმანეთთან ენერგეტიკის და ეკონომიკის სამინისტროები ერთიანდებიან, ასევე ერთიანდება სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტრო.

გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩამოყალიბდება დეპარტამენტის სახით. ასევე ერთიანდება კულტურის და სპორტის სამინისტროები.

კონკრეტულად, რა თანხების დაზოგვა იგეგმება მათ სამინისტროებში ამ ცვლილებების განხორციელების შემდეგ და რამდენი ადამიანის შემცირება მოხდება, ინფორმაციას არ ფლობენ მინისტრების მოადგილეებიც.

„მნიშვნელოვანი აქ არის, არა ფინანსურად თუ რა შედეგი შეიძლება იყოს ეკონომია გამოსახული ციფრებში, არამედ უფრო მეტი უკეთესი, თანამედროვე, იმ გარემოზე ორიენტირებული სტრუქტურა, რომელიც უფრო მეტად იქნება ადაპტირებული ევროპულ ფასეულობებთან. ძირითადი გაერთიანება ხდება ადმინისტრაციული რესურსის და გამოთავისუფლებაც იქნება ადმინისტრაციულ რესურსში, მაგრამ ეს ვერ იქნება ძალიან მრავალმილიონიანი კომპონენტი. იქნება, რა თქმა უნდა, გამოთავისუფლებული თანხები, მაგრამ ეს არის მონახაზი,“ - აცხადებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე გენადი არველაძე აცხადებს, რომ ადამიანების შემცირებაზე ან გაზრდაზე საუბარი არ არის.

დღის ამბები