ეროვნული ვალუტის გაუფასურება იყო ერთ-ერთი მთავარი თემა რაზეც „ქართული ოცნების“ წევრები ფრაქციის დახურულ სხდომაზე მსჯელობდნენ. განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მართალია ჟურნალისტები სხდომაზე არ დაუშვეს, თუმცა კამათი დეპუტატებს შორის კამათი იმდენად მწვავედ მიმდინარეობდა, რომ ის კარს მიღმაც ისმოდა. გამოირჩეოდა მმართველი გუნდის წარმომადგენელი გია მიქელაძე, რომელმაც სიტუაციას "ფეთქებადი" უწოდა. მან სხდომა დროზე ადრე დატოვა, თუმცა ჟურნალისტებთან უარყო თანაგუნდელებთან რამე სახის დაპირისპირება.
„სიტუაცია არავითარი ფეთქებადსაშიში არ არის. მე ახლა ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. მე ხალხის პრობლემებთან დაკავშირებით ვილაპარაკე სწორედ. ეს ყველამ კარგად ვიცით გარკვეული პრობლემები არის. მოდის ახალი წელი და ყველაფერს აკეთებს მთავრობა, რომ დასტაბილურდეს სიტუაცია,“-განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა გია მიქელაძემ.