20 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
„გამოვავლინეთ რკინიგზის მაღალჩინოსნების დარღვევები" - "ჰაბ ჯორჯია" კონკურენციის სააგენტოს მიმართავს

სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰაბ ჯორჯია“ კონკურენციის სააგენტოს მიმართავს. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები "საქართველოს რკინიგზაში" არსებულ ფინანსურ დარღვევებსა და მონოპოლიურ სქემებზე საუბრობენ.

ორგანიზაცია ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების მხრიდან კორუფციული საკითხების შესწავლას და ამ კუთხით არსებული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.

„გამოვავლინეთ რკინიგზის მაღალჩინოსნების კონკრეტული დარღვევები, მათი თანამდებობის ბოროტად გამოყენება, თანამდებობრივი გულგრილობა. ჩვენ გვქონდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ყველაფრის უკან ასევე იყო კორუფციული ინტერესებიც. განცხადებით ოფიციალურად მივმართავთ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს, ბატონ ნოდარ ხადურს, რომ მან დაიწყოს შესწავლა იმ არსებული სიტუაციის, რომელიც არის საქართველოს სარკინიგზო გადაზიდვებში, დაიწყოს პრობლემის მოგვარება. თუ ამას არ მოჰყვება რეაგირება, კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ საქართველოში კონკურენციის სააგენტო ისეთივე ფორმალობაა, როგორიცაა საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში სხვა უწყებები,“ - აღნიშნა "ჰაბ ჯორჯიას" აღმასრულებელმა დირექტორმა, ვასო ურუშაძემ. 

დღის ამბები