საქართველო ევროკავშირთან ასოცირების განახლებული დღის წესრიგის შესრულებას იწყებს. ახალ დოკუმენტში იმ რეფორმებზეა საუბარი, რომელიც 2017-დან 2020 წლამდე პერიოდში ქვეყანამ უნდა განახორციელოს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ განახლებული დღის წესრიგი საქართველოს საშუალებას მისცემს, ევროკავშირის მიერ აღიარებულ სტანდარტებს კიდევ უფრო დაუახლოვდეს.
„შემდეგი სამი წლის განმავლობაში, საქართველო აქტიურად იმუშავებს განახლებული ფინანსური ინსტრუმენტების მეშვეობით, როგორც ინსტიტუციონალური, ასევე, საკანონმდებლო, ასევე, სექტორალური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებით უფრო მეტად დაახლოების მიმართულებით,“- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა.