20 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
ცვლილებები, რომელიც პრემია-დანამატების გაცემის შეზღუდვას უკავშირდება, ძირითად უწყებებს, მათ შორის შსს-ს არ შეეხება

საჯარო მოხელეთა შრომითი ანაზღაურების შესახებ კანონში ცვლილებები, რომლისთვისაც მმართველი გუნდი ემზადება, მაშინ იქნება ეფექტური, თუ კრიტერიუმები კონკრეტულად იქნება განსაზღვრული, - ამის შესახებ განცხადება გადაცემ „არჩევანში“ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა გააკეთა.

„ცვლილება, რომელიც ანაზღაურების ნაწილში შემოდის მაშინ იქნება კარგი, თუ ყველა კრიტერიუმი იქნება ჩადებული კანონში,“-განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა და განმარტა, რომ ყველაზე მთავარი, რაც ამ კანონპროექტში დევს ეს არის უწყებები, რომელზეც შეზღუდვა არ გავრცელდება.

ხათუნა გოგორიშვილის თქმით პრემია-დანამატების გაცემის კუთხით შეზღუდვები არ ექნება შსს, ფინანსთა სამინისტროს, საგამოძიებო ორგანოებს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, სასჯელაღსრულების სამინისტროს, მარეგულირებელ ორგანოებს, ეროვნულ ბანკს, და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციით მას აქვს მონაცემები, რომლის მიხედვითაც 15 მინისტრს და 45 მოადგილეს ერთი წლის განმავლობაშ აღებული აქვთ 2  528 088 ლარი, რაც კატასტროფული ხარჯია.

დღის ამბები