„როდესაც მოვიდა „ქართული ოცნება“ პირველი რაც გააკეთა, განცდა მაქვს, რომ გაყარა ღრმად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგნელები სამსხურიდან და 2013 წელს 273 ათასიდან შემცირდა საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 247 ათასამდე,“ - ეს განცხადება ეკონომისტმა, ირაკლი ყიფიანმა „არჩევანის“ ეთერში ბიუროკრატიაზე საუბრისას გააკეთა.
ირაკლი ყიფიანი აცხადებს, რომ მმართელმა გუნდმა პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა ენმ-ის მომხრეები და შემდეგ 2013 წლიდან გაზარდა საჯარო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი.
„საბოლოო ჯამში, ეს ხელისუფლებაც არის პარტიული აქტივისტების დასაქმების ბიუროდ გადაქცეული,“ - განაცხადა ყიფიანმა.
ირაკლი ყიფიანმა საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ პოზიტიური გავლენები შეიძლება მოიტანოს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი გამჭვირვალედ წარიმართოს.
„ის, რომ 41-ჯერ აიღებ პრემია-დანამატს არ ნიშნავს, რომ ხარ შენი ქვეყნის წურბელა? ის, რომ 38-ჯერ აიღებ პრემია-დანამატს, არ ნიშნავს, რომ ხარ შენი ქვეყნის წურბელა? ის, რომ ბაღებში პარტიული აქტივისტების დასაქმების ბიურო არის და ამ რეფორმის შედეგად რჩება, ეს არ ნიშნავს, რომ ამ რეფორმის შემთხვევაშიც წურბელები გვეყოლება ძალიან ბევრი?“ - განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.