20 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
ლაშა თორდიას შეფასებით სახელფასო დანამატმა და პრემიამ დაკარგა წახალისების ფუნქცია

პრემიებთან და დანამატებთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის დასკვნა მთავრობამ არ გაითვალისწინა - ეს განცხადება აუდიტის სამსახურის ყოფილმა უფროსმა ლაშა თორდიამ, გადაცემა "არჩევანის" ეთერში გააკეთა. მისი თქმით ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ პრემია ჩაანაცვლა დანამატმა, რაც არასწორი იყო და მან დაკარგა წახალისების ფუნქცია.

ლაშა თორდიას თქმით დანამატებთან დაკავშირებით რეკომენდაციაც სწორედ ამას უკავშირდებოდა, რომ ის გაცემული ყოფილიყო მხოლოდ მაშინ, როდესაც კონკრეტული პირი შეასრულებდა ზეგანაკვეთურ სამუშაოს. ლაშა თორდიას თქმით აღნიშნული საკითხით არ დაინტერესდა მთავრობა და საბოლოოდ დანამატი გამოწერილიც კი იყო წლის დასაწყისში. მისი თქმით შეუძლებელია ხელმძღვანელს სცოდნოდა რომ მისი ქვეშევრდომი მთელი წელი ზეგანაკვეთურ სამუშაოს შეასრულებდა. 

დღის ამბები