„ვინმეს სჯერა, რომ ახლა ჯიუ-ჯიცუს 10 მწვრთნელია მარნეულში?“ - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა ბიუროკრატიის გაზრდის მაგალითად დაასახელა.
„არჩევანში“ საუბრისას, ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ აიპ-ებში ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული.
„ვინმეს სჯერა, რომ ახლა ჯიუ-ჯიცუს 10 მწვრთნელია მარნეულში? ასეთი ააიპ-ი არის, სადაც სპორტის მწვრთნელებს უხდიან ანაზღაურებას, თვეში დაახლოებით 300-დან 500 ლარამდე. ჯიუ-ჯიცუს, ტაიკვანდუ, ახლა წარმოგიდგენიათ მარნეულში ამისთანა პროფესიონალი, ჯიუ-ჯიცუს 10 მწვრთნელი იყოს?“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, ააიპებში ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული. ხაბეიშვილის განცხადებით, ბიუროკრატიული ხარჯები გაზრდილია.