20 ნოემბერი 2024,   19:19
ვრცლად
ნიკა მელია "ევროპის სახალხო პარტიის" აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერების შეკრებას დაესწრება

რამდნეიმე საათის წინ ბრიუსელში გაემგზავრა "ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე. ნიკა მელია "ევროპის სახალხო პარტიის" აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერების შეკრებას დაესწრება.

შეხვედრის ფარგლებში მხარეები საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ, რის შემდეგაც მიიღებენ დეკლარაციას, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე წარადგენენ.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი შეხვედრებს ევროკომისიასა და ევროპარლამენტშიც გამართავს. 

"ვერ და არ ავუვლით გვერდს უკვე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და პროცესებს დაწყებული სასამართლო სისტემის ბოლომდე ხელისუფლების მხრიდან ხელში ჩაგდების თაობაზე, პოლიტიკური დევნის შესახებ, პოლიტპატიმრების თაობაზე გვექნება რა თქმა უნდა, საუბარი," - განაცხადა ნიკა მელიამ. 

დღის ამბები