ამ დრომდე ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩქაზე მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ განცხადება არ გაუკეთებიათ. ახლა მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს, სადაც მინისტრთა კაბინეტია შეკრებილია.
ჟურნალისტებს სხდომის დაწყების გადაღების საშუალება არ მიეცათ, ასევე პრემიერმინისტრს არ გაუკეთებია ტრადიციული განცხადება, სხდომის დაწყებამდე.
ჟურნალისტები სხდომის დასრულებას ელოდებიან, შესაძალოა სწორედ სხდომის შემდეგ გაკეთდეს მიმდინარე სპეცოპერაციაზე კომენტარები.