გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი იმყოფებოდა. ნაცვლიშვილის ინფორმაციით, სპეცოპერაციის ადგილიდან მოსახლეობის ევაკუირება განხორციელდა.
„მე გავერკვიე, არის თუ არა მოსახლეობა ევაკუირებული. სამართალდამცველები სადაც თვლიან საჭიროდ, იქ არის ევაკუირებული. სამართალდამცავების კომპეტენციაში ნურც თქვენ ჩაერევით, ვერც მე ჩავერევი, გავერკვიე, ვკითხე და დამიდასტურეს, რომ ევაკუირებულია. რაც არის საჭირო მათი გადმოსახედიდან, სამართალდამცავების გადმოსახედიდან, მოსახლეობა არის ევაკუირებული იმ შესაძლებლობიდან, რა შესაძლებლობაც ახლა არის,“ - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.