20 ნოემბერი 2024,   19:14
ვრცლად
ჩვენი დახმარების და შეიარაღების მიყიდვის მიზანია, საქართველოს შეეძლო საკუთარი თავის დაცვა - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთვის ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების მიყიდვის საკითხს გამოეხმაურა. „რუსთავი2”-ის შეკითხვას უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა წერილობით უპასუხა. მასში ნათქვამია, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და უფლება აქვს თავად გააკეთოს არჩევანი უსაფრთხოების მიმართულებით.

„17 ნოემბერს დეპარტამენტმა კონგრესს საგარეო სამხედრო გაყიდვების პროგრამის ფარგლებში, საქართველოსთვის ჯაველინის სისტემების მიყიდვის შეთავაზების შესახებ შეატყობინა. საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანაა, რომელსაც უფლება აქვს აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის მისი უსაფრთხოების ორიენტაცია და თავდაცვითი შესაძლებლობის წყაროები. უსაფრთხოების სფეროში ჩვენი დახმარების და შეიარაღების მიყიდვის მიზანია, საქართველოს შეეძლო საკუთარი თავის დაცვა და შეერთებული შტატების საიმედო პარტნიორი იყოს. ეს შემოთავაზებული გაყიდვა, თუკი შედგება, დაეხმარება შეერთებული შტატების თავდაცვის ინდუსტრიაში სამუშაო ადგილებს და სარგებელს მოუტანს ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს თავდაცვის დეპარტამენტის ერთეულ შესყიდვებზე ხარჯების შემცირებით,“ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის წერილში.  

დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ შეერთებულ შტატებს გაუწევია სამხედრო დახმარება საქართველოსთვის და მუდმივად ხდება შეფასება, თუ როგორ იქნას გამოყენებული დახმარება და იარაღის მიყიდვა, რათა საქართველომ გააძლიეროს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის შესაძლებლობა.

ექსპერტის უსაფრთხოების საკითხებში, რიჩარდ უეიტზის განცხადებით, შეერთებულ შტატებს სურს უჩვენოს, რომ საგარეო პოლიტიკის მთავარი მოთამაშეა ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში ამბობს, რომ ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების შეძენაზე სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობის შემდეგ, ვაშინგტონს და თბილისს შორის სამხედრო ინდუსტრიულ სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.

75 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღების შეძენის მოთხოვნით საქართველომ აშშ-ს მიმართა.

 

დღის ამბები