20 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სპეცოპერაცია დამთავრდეს ისე, რომ არცერთი მოქალაქე არ დაზიანდეს - სოზარ სუბარი

ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სპეცოპერაცია დამთავრდეს ისე, რომ არცერთი მოქალაქე არ დაზიანდეს - ეს განცხადება დევნილთა მინისტრმა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სოზარ სუბარმა გააკეთა.

„შესაბამისი სამსახურები აკეთებენ განცხადებას იმ დოზით, რა დოზითაც შესაძლებელია ამ ეტაპზე, რომ არ შეექმნას საფრთხე მოსახლეობას. ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სპეცოპერაცია დამთავრდეს ისე, რომ არცერთი მოქალაქე არ დაზიანდეს. ამაზე მეტი განცხადება ჩემგან არ იქნება.

სპეცოპერაციის მიმდინარეობასთან ერთად, რაც ახალი დეტალი იქნება, რაც საჭირო იქნება, იმაზე შესაბამისი სამსახურები გააკეთებენ განცხადებას,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დევნილთა მინისტრი იმ სასამართლო სხდომას გამოეხმაურა, რომელიც სანდრო გირგვლიანის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ბრალთან დაკავშირებით მიმდინარეობს. სოზარ სუბარმა იმ დარღვევებზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, გირგვლიანის საქმის გამოძიებისას ხდებოდა.

„მე ვიყავი დაკითხული ამ პროცესზე როგორც მოწმე, სასამართლოს მეც მივეცი ჩვენება და მოგეხსენებათ ვიყავი სახალხო დამცველი, როდესაც ეს ყველაფერი ხდებოდა. ხდებოდა ჩემს თვალწინ და ჩემი უშუალო მონაწილეობით, იმიტომ, რომ უშუალოდ ვიყავი ჩართული გამოძიებაში.

"როგორ ხდებოდა გზადაგზა გაყალბება სასამართლო პროცესების, როგორ იცვლებოდა კანონები ერთი სასამართლო პროცესიდან მეორე სასამართლო პროცესამდე, რომ ამით შეემცირებინათ ბრალი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იხდიდნენ სასჯელს და როგორ ისხდნენ ისინი ერთ საკანში, როდესაც ეს კანონით აკრძალულია,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები