20 ნოემბერი 2024,   19:15
ვრცლად
"ასეთი საგანგებო ვითარების დროს, ყველაფრის გაკონტროლება შეუძლებელია“ - კობა ნარჩემაშვილი

„პრაქტიკულად, სპეცოპერაცია პირდაპირ ეთერში მიდის,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების” წევრმა კობა ნარჩემაშვილმა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გააკეთა.

ნარჩემაშვილის განცხადებით, პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებას არ ეკისრება.

„პრაქტიკულად, სპეცოპერაცია პირდაპირ ეთერში მიდის და მე მინდა ვთქვა, რომ პასუხისმგებლობა ზოგადად, ასეთ შემთხვევებში ხელისუფლებას არ აქვს მარტო. პასუხისმგებლობა აქვს პრესასაც, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსაც, იმიტომ რომ  მოსახლეობის უსაფრთხოება ყველას დასაცავია და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პასუხისმგებლობა ხშირად არ არის გააზრებული. ასეთი საგანგებო ვითარების დროს, ყველაფრის გაკონტროლება შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია მედია რაღაც ადგილამდე მივიდა, მაგრამ მერე ამ გადაღებული მასალის გავრცელებისგან და პირდაპირ ეთერში გაშვებისგან შეიძლება თავი შეიკავოს,“ - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების” მდივანმა ბექა ნაცვლიშვილმა და აღნიშნა, რომ სამართალდამცველების კომპეტენციაში არავინ უნდა ჩაერიოს.

გარდა ამისა, ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ის საგანგებოდ ადგილზე იმის გასარკვევად მივიდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება ადგილზე დაცულია.

„რაც შეეხება ჩემ იქ ყოფნას, ეს იყო დაკავშირებული მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხებთან, დავრწმუნდი, რომ ევაკუაცია იყო განხორციელებული და ეს იყო მთავარი ჩემი მიზანი. რაც შეეხება სპეცოპერაციას, დაიმედებული უნდა ვიყოთ, რომ ეს სპეცოპერაცია ჩატარდება წარმატებით და მსხვერპლი არ მოყვება,“ - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები