18 ნოემბერი 2024,   09:31
ვრცლად
დედაქალაქის მერია სპეცოპერაციისას დაზარალებულებს დროებით თავშესაფარს სთავაზობს

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას თბილისის მერი გამოეხმაურა.

კახა კალაძემ მწუხარება გამოთქვა, სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი სპეცრაზმელის გამო. 

მისივე თქმით ამ დროისთვის შემთხვევის ადგილის მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხოება არის დაცული. კახა კალაძემ თავშესაფარი შესთავაზა სპეცოპერაციის ადგილზე მცხოვრებ იმ პირებს, რომლებიც დაზარალდნენ სპეცოპერაციის დროს და დროებით თავშესაფარს საჭიროებენ. მან ამ საჭიროების მქონე პირებს მოუწოდა მიმართონ ისნის გამგეობას და გაიარონ რეგისტრაცია. 

„ვთხოვთ მოსახლეობას, ვინც საჭიროებს თავშესაფარს, დროულად მიმართონ ისნის გამგეობას, რათა მოხდეს მათი რეგისტრაცია და დროებით საცხოვრებელ ფართში გადაყვანა,"-განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით ისნის გამგეობა მუშაობს საგანგებო რეჟიმში. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ისნის გამგეობას ნომერზე: 2 37 50 29, 599 53 70 40, ასევე დარეკონ მერიის ცხელ ნომერზე 2 72 22 22 .

შეგახსენებთ, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა განხორციელებული სპეცოპერაციის დროს, კორპუსებიდან მოსახლების ევაკუაცია განხორციელდა.

დღის ამბები