საქართველო ტერორისტებისთვის პირდაპირი სამიზნე არ არის - ამის შესახებ ანალიტიკოსები საუბრობენ, თუმცა გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო საშიშროება, რომ ქვეყანა ტერორისტებმა სატრანზიტო დერეფნად გამოიყენონ არის და მიაჩნიათ, რომ მთავრობა ამ შესაძლო რისკების პრევენციისთვის ეფექტურად უნდა მუშაობდეს.
ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილს მიაჩნია, რომ საქართველოში ტერორიზმისთვის ნოყიერი ნიადაგი არ არის და ამის ასე წარმოჩენა მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის. დღევანდელი მოვლენები მას კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ უშიშროების საბჭოს გაუქმება შეცდომაა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფიქრობს, რომ ქვეყნისთვის მთავარი საფრთხე რუსეთისგან მოდის. მისი განცხადებით, ქვეყანას ინსტიტუციურად და სამართლებრივად გამართული მექანიზმი სჭირდება, სადაც უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის ტერორიზმის საფრთხეზე მსჯელობა სისტემატურად მოხდება.
შინაგან საქმეთა სამინიტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ახალი სტრუქტურული გადაწყვეტილებები უსაფრთხოების გამოწვევებს, მათ შორის ტერორიზმის საფრთხეს შესაბამისად ვერ პასუხობს.
დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა. დიმიტრი შაშკინი ამბობს, რომ დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მთავრობა კრიზისულ ვითარებაში ეფექტურად ვერ მუშაობს.
ავტორი: ნატა კვირჩილაძე.