20 ნოემბერი 2024,   19:20
ვრცლად
„მოვუწოდებთ სხვადასხვა პოლიტიკოსებს თუ ექსპერტებს, თავი შეიკავონ ნაჩქარევი განცხადებების გაკეთებისგან,“ - მამუკა მდინარაძე

„მოვუწოდებთ სხვადასხვა პოლიტიკოსებს თუ ექსპერტებს, თავი შეიკავონ ნაჩქარევი და რიგ შემთხვევებში, პოპულისტური განცხადებების გაკეთებისგან,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დღეს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებთან და მასთან დაკავშირებით გაკეთებულ გამოხმაურებებს პასუხობს.

უმრავლესობის განმარტებით, კითხვებს ეტაპობრივად გაეცემა პასუხები. 

„გვინდა შევუერთდეთ პრემიერის მოწოდებას და ჩვენც მოვუწოდებთ სხვადასხვა პოლიტიკოსებს თუ ექსპერტებს, თავი შეიკავონ ნაჩქარევი და რიგ შემთხვევებში, პოპულისტური განცხადებების გაკეთებისგან. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში საქმე არ ეხება რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, რამედ ქვეყნის სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს. საქართველო არის და დარჩება უსაფრთხო ქვეყანათა ჩამონათვალში და ქართული ქართული სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ამ უმაღლეს სიკეთეს არანაირი საფრთხე არ დაემუქროს,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები